აფხაზეთში რუსი დიპლომატის სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი ვრცელდება

0

fotorაფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსი დიპლომატის მკვლელობის დეტალებს FCB იძიებს. გამოძიებას თვითმხილველებმა ჩვენებები მისცეს, რომლის მიხედვითაც ფოტორობოტიც შეიქმნა.

მკვლელის სიმაღლე დაახლოებით 165-175 სანტიმეტრია. ის საშუალო ტანისაა და სლავური აღნაგობისაა. აქვს ქერა თმა. რუსი დიპლომატის სავარაუდო მკვლელი 25-28 წლისაა. მას მკვლელობის მომენტში ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი და შავი მაისური კაპიშონით. მაისური გვერდებზე კომბინირებულია წითელი არშიებით.

საგამოძიებო მოქმედებების რუსი დიპლომატის მკვლელობასთან დაკავშირებით გრძელდება. აფხაზეთში დილიდან გავრცელდა ფოტორობოტის მიხედვით შექმნილი სურათები და ყველგან გაიკრა. ფოტორობოტს ავრცელებს ადგილობრივი მედიასაშუალებებიც.

სხვა ახალი ამბები: