აფხაზეთში საკურორტო სეზონისთვის ემზადებიან

0

post-95-1252434897_331აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგანგებო სიტუაციების სამმართველო საკურორტო სეზონისათვის მზად არის. ამის შესახებ დე–ფაქტო რეჟიმის საინფორმაციო საგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება.

წყაროს ცნობით, ეს საკითხი პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროს ლევ კვიცინიასთან ერთად განიხილა. ამ უკანასკნელმა „პრეზიდენტს“ აუწყა, რომ აფხაზეთში ცეცხლმაქრებთან, ჰიდრანტებსა და სხვა ტექნიკასთან ერთად, რუსეთიდან 10 ერთეული სახანძრო მანქანა და 3 კატერი შევიდა.

ანქვაბმა აღნიშნა, რომ ახალ ათონში ახალი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილის მოწყობა აუცილებელია. მან საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსს ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირის დამყარება დაავალა. მათ ასევე იმსჯელეს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლების საჭიროებაზე.

სხვა ახალი ამბები: