აფხაზეთში საპროტესტო აქციები და მასობრივი გამოსვლები დაიგეგმა

0

soxumi aqciebi27 მაისს სოხუმში დე-ფაქტო მთავრობისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო გამოსვლები იგეგმება. აფხაზეთის ოპოზიციური პარტიები მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვამდე მოსახლეობას მიმართავენ.

დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო ეკონომიკურ-პოლიტიკური ბანკროტის ზღვარზე აღმოჩნდა. ეს არასახარბიელო შედეგი პრეზინდეტ აქვაბის მეთაურობით აფხაზეთის დღევანდელი მთავრობის საქმიანობის შედეგია. დაპირებული რეფორმების, სოციალური ცვლილებების, ხალხის კეთილდღეობის ნაცვლად მივიღეთ ნარკომანია, კორუფცია, ყაჩაღობები, ადამიანების დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად, უმუშევრობა, მკვლელობები, მნიშვენლოვანი სახლემწიფო ობიექტების მიზერულ ფასად გაყიდვა. არ არის არანაირი დაბრკოლება საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს მდინარე ენგურზე.

ანქვაბის, როგორც კანონიერებისა და სამართლისთვის შეურიგებელი მებრძოლის ხატი, საქმეში სიცრუე აღმოჩდა. ქვეყანაში არის განუკითხაობა, პრეზიდეტი უხეშად ერევა ხელისუფლების სხვა განშტოებების საქმიანობაში, მათ შორის პარლამენტის. ფაქტიურად ავტორიტატრული სისტემაა შექმნილი. სახელმწიფოს მეთაურმა არანაირი ზომა არ მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის მცდელობების აღსაკვეთად და მათი უკანონო მასობრივი პასპორტიზაციისთვის. მან იგნორირება მოახდინა პარლამენტის დადგენილებები, რომელიც ამ საკითხებს შეეხებოდა, რაც საქართველოს აფხაზეთის კონსტიტუციური წყობის საფუძველების ჩაძირვის გაღრმავების საშუალებას აძლევს. ეს საფრთხეს წარმოადგენს არა  მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ რუსეთისთვისაც

დღეს აფხაზეთი თითოეული თქვენგანის გადამწყვეტ მხარდაჭერას საჭიროებს, თქვენი მონაწილეობა სახალხო მსვლელობაში არის სამოქალაქო ვალი სამშობლოს წინაშე,”-ნათქვამია აფხაზეთში გავრცელებულ მიმართვაში.

სხვა ახალი ამბები: