აფხაზეთში ქართველთა უძრავ ქონებას რუსეთისა და სირიის მოქალაქეებზე გაყიდიან

0

sukhumi_doma_640აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საცხოვრებელი ფართების შეძენა ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის შეზღუდულია, გარდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა. ”ეს შეზღუდვები აუცილებლად უნდა მოიხსნას, რადგანაც ამასს საჭიროება არ მოითხოვს”- განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა სპეციალურად რუსი და აფხაზი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

”მე ვთვლი, რომ ეს შეზღუდვა უნდა მოისპოს. ამ თხოვნით პირადად მე მივმართავ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტს, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, აფხაზეთის მთავრობის ზურგს უკან მაინც ხდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების და საცხოვრებელი კერძო სახლების მიყიდვა, რამაც კორუფცია უფრო გააღრმავა”-აცხადებს ანქვაბი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ფართების მიყიდვა აფხაზურმა პარლამენტმა 1995 წლიდან შეზღუდა, თუმცა რუსეთის ფედერაცია უცხო ქვეყნების ნუსხაში არ მოხვედრილა. აფხაზურმა ე.წ პარლამენტმა მსგავსი შეზღუდვები დაუწესა ასევე საქართველოს მოქალაქეებს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ომამდე გალის რაიონის მაცხოვრებლებად ითვლებოდა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ-მა პარლამენტმა 2010  წელს მიიღო კანონი იმ პირების შესახებ, რომელთაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ უცხოვრიათ. მათ ავტომატურად ჩამოერთვათ აფხაზეთის მოქალაქეობის სტატუსი და დღემდე უცხო ქვეყნის მოქალაქედ ითვლებიან. ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონპროექტი უკვე წელს, რომლის მიხედვითაც სწორედ ამ პირების სახელზე გასულ წლებში გაფორმებული ქონება ოფიციალურად ჩამოერთვათ და აუქციონის წესით იქნას გაყიდული.

ჯერჯერობით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი არ დაუმტკიცებია, თუმცა ქართველთა უძრავი ქონების მყიდველთა რიგები უკვე დადგა. მყიდველთა შორის რუსეთის ფედერაციისა და სირიის მოქალაქეები სჭარბობენ. უძრავ ქონებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება იმ ქართველებს ჩამოართმევს, ვინც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეობას იღებდა. ასეთები მრავლად არიან გალის რაიონში, თუმცა გამონაკლისი აფხაზეთის არც სხვა რაიონში მცხოვრები ქართველები არიან, რომლებიც დღეს საკუთარ მიწა-წყალზე იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან.

სხვა ახალი ამბები: