აფხაზეთში ხონის რაიონის ორი მოქალაქე დე-ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა

0

sazgvari-copyხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოდან აფხაზეთში სამუშაოდ გადასული ორი ახალგაზრდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

დაკავებულების ახლობლების განცხადებით ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე აფხაზეთში თხილის საკრეფად იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ ორივე ახალგაზრდა დაკავებულია და, სავარაუდოდ, ისინი სოხუმში იმყოფებიან.

ოჯახის წევრები ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.

სხვა ახალი ამბები: