“აფხაზთა კრება” და საზოგადოების პროტესტი ზუგდიდში

0

1415444370393801-636x395ზუგდიდში შალვა დადიანის თეატრთან “აფხაზთა კრების” მონაწილეებს რამდენიმე დევნილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი დახვდა, რომლებიც მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ და აღნიშნეს, რომ  ეს ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა შექმნილი.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება 15 ნოემბერს ყოფილი სახელისუფლო პარტიის მიერ დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი შეხვედრაა, რომელშიც დევნილების ღირსეული ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს. “აფხაზთა კრებაზე” კი ქვეყნის ოკუპაციასა და აფხაზეთის დაბრუნების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრას დღეს სხვადასხვა პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა როგორც თავად განაცხადეს, ღონისძიებაზე როგორც მოქალაქეები და პატრიოტები ისე მივიდნენ.

აფხაზთა კრება მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება ერთმნიშვნელოვნად გადის საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე.

,,აფხაზთა კრების“ პირველი ღონისძიება 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში გაიმართა. ,,აფხაზთა კრებაში“ გაერთიანებულია 40 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები.

სხვა ახალი ამბები: