აფხაზი ბავშვები “აფხაზეთის რესპუბლიკის” სახელით თურქეთში მიიწვიეს

0

111112თურქეთის ქალაქ იზმირში 23 აპრილისთვის დაგეგმილ საბავშვო საერთაშორისო ფესტივალში აფხაზი ბავშვები “აფხაზეთის რესპუბლიკის” სახელით არიან მიწვეული. ამას მოწმობს ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები და ქვეყნების დროშები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ფესტივალში “აფხაზეთის რესპუბლიკასთან” ერთად საქართველოს წარმომადგენლებიც არიან მიწვეული.

ღონისძიების ორგანიზატორი თურქული მედია-ჰოლდინგი “ტე-ერ-ტეა”, რომელიც საბავშვო პროდუქციას ქმნის.

აღნიშნული ფესტივალი, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად, 1979 წლიდან ტარდება. მისი პროგრამა კონცერტებსა და სხვა გასართობ ღონისძიებებს ითვალისწინებს. მასში მონაწილეობას 50-დე ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ.

სხვა ახალი ამბები: