აფხაზი გოგონა, რომელიც ქართველ მამაკაცზე გათხოვდა ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა

0

10846160_680092828762346_2950187040059305593_nეროვნებით აფხაზ გოგონას ჩვილ ბავშვთან ერთად, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე ყვავილებს ყიდის ადვილად შეამჩნევთ, თუმცა მისი ისტორია არც თუ ისე ბევრმა იცის . იგი 16 წლის იყო როდესაც აფხაზეთის ე.წ საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში გათხოვდა. მოლოდინი, რომელიც ახალგაზრდა წყვილს ჰქონდა, სამწუხაროდ არ გამართლდა.

მძიმე ეკონომიური პირობებისა და დაგროვილი საბანკო დავალიანების გამო თამთას მეუღლე იძულებული გახდა არალეგალურად აფხაზეთში გადასულიყო და იქ ემუშავა, თუმცა ბედმა არც აქ გაუღიმა. აფხაზი გოგონას ქართველი მეუღლე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს და სოხუმის უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს. მის გამოსასყიდად დე ფაქტო აფხაზეთი 20 000 ლარს ითხოვს. აღნიშნული თანხის გადახდის საშუალება კი ოჯახს არ გააჩნია.

აფხაზი ეროვნების გოგონა, რომელმაც წლების წინ ოკუპირებული ტერიტორია დატოვა ე.წ საზღვარს დე ფაქტო მთავრობის კანონების თანახმად ვეღარ გადაკვეთავს. გამომდინარე აქედან, მარტოხელა დედა იძულებული გახდა საკუთარი თავი და ჩვილი თვითონ ერჩინა.

აღმაშენებლის გამზირზე ყვავილებით მოვაჭრე გოგონა დღეში საშუალოდ 5-10 ლარს ვაჭრობს, რომელიც მას ბავშვის კვებისთვისაც არ ყოფნის. თამთას მდგომარეობას ისიც ამძიმებს რომ საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდასაც ვერ ახერხებს, რომელიც თვეში  80 ლარია. ის იძულებული ხდება სახლი დატოვოს.
მძიმე საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. უსახსრობის გამო ხშირია შემთხვევა როდესაც დედა თავისი შვილისთვის საჭირო მედიკამენტებსაც ვერ ყიდულობს.ჩვილ ბავშვზე არც საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს რადგან ეროვნებით აფხაზი გოგონა საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. თამთა საქართველოს მოქალაქედ არ ითვლება. 
ჩვილი ბავშვის პატრონობაზე უარს აცხადებს თამთას მეუღლის ოჯახიც. 

ეროვნებით აფხაზ გოგონას, რომელიც ჩვილ ბავშვთან ერთად ფაქტიურად ქუჩაშია დარჩენილი, ჩვენი დახმარება სჭირდება!

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე
(593) 21 96 21