აფხაზური ანსამბლი ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს

0
apsuaთურქეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ცეკვის ანსამბლი ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეთა სიიდან ამოიღო.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“აფხაზეთში აფასებენ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს თურქეთის რესპუბლიკასთან და დიდი სიამოვნებით მიესალმებიან კონტაქტების ინტენსიფიკაციასა და იმას, რომ აფხაზებსა და თურქებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. თურქეთში აფხაზეთისა და კავკასიის დიასპორის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები ელოდნენ სადღესასწაულოდ ჩასულ აფხაზ ბავშვებს, რომელთა მიზანიც მთელს მსოფლიოში მშვიდობის პოპულარიზაცია იყო, თუმცა ქართველების ძალისხმევით , კონცერტი არ ჩატარდა და საცეკვაო ჯგუფი პროგრამიდან ამოაგდეს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებაც არ იშურებს ძალებს, რომ მოახდინოს აფხაზეთის იზოლაცია გარე სამყაროსგან, თუმცა ვერანაირი ხელოვნური ბარიერები ვერ შეუშლის ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ვიმედოვნებთ, რომ ეს სამწუხარო ფაქტი აფხაზეთსა და თურქეთს შორის ტრადიციულ მეგობრულ კონტაქტებზე ზეგავლენას არ მოახდენს”, – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის: ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი თურქეთის რესპუბლიკაში 23 აპრილს უნდა გაიმართოს.

სხვა ახალი ამბები: