აფხაზური გერბის დამახინჯების გამო ოჩამჩირის გამგებლის დასჯას ითხოვენ

0

mdaaaaaaაფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სკანდალი აგორდა აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო სიმბოლიკის დამახინჯების თაობაზე. როგორც აფხაზური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან ოჩამჩირის ადმინისტრაციის ხელმძღვენელმა საკუთარ კაბინეტში ჩამოჰკიდა თვითნებური დიზაინით შექმნილი გერბი, რომელშიც დარღვეულია კანონი სახელმწიფო სიმბოლიკების შესახებ. საინფორმაციო საშუალებების განცხადებით გერბი შექმნილია რუსეთის გერბის დიზაინით და ის მხოლოდ ფერებში ჰგავს ფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის გერბს.

აღნიშნული გერბი ოჩამჩირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კაბინეტში აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ტელევიზიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში შემთხვევით დაფიქსირდა.

აფხაზთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ოპოზიციური ფრთა ოჩამჩირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პასუხისგებაში მიცემას და თანამდებობიდნ მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნა ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ნქვაბსა და მთავრობის ხელმძღვანელს ლეონიდ ლაკერბაიას გადაეგზავნა. მოთხოვნას ხელს აწერს ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის რაულ ხაჯინბა.

სხვა ახალი ამბები: