აფხაზური კვალი ცხედრების გატაცების საქმეში

0

sidaa“ვინ გაიტაცა გამტაცებელთა ცხედრები?” ასეთი სათაურით აფხაზური საინფორმაციო საშუალებები ადგილობრივი ჟყრნალისტის სტელა ადლეიბას საგაზეთო პუბლიკაციას აქვეყნებენ. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად გამტაცებელთა გვამების გატაცევა სოხუმის ცენტრალური მორგიდან არცთუისე მარტივი საქმე იყო, რადგან მორგი მილიციის შენობის წინ მდებარეობს და შესაბამისად კონტროლდებოდა.

სტელა ადლეიბას მიაჩნია, რომ ცხედრების მორგიდან გატაცებაში აფხაზი მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულნი, რადგანაც სწორედ მათი დახმარებით თუ შეძლებდნან გამტაცებლები მორგში მშვიდად შეღწევას და ცხედრების მანქანაში გადასვენებას.

“ძალიან ხანგრძლივი პროცესის ცხედრების მორგიდან მანქანაში გადასვენება. ამას ისიც ემატება, რომ გამტაცებლებს სოხუმიდან გალამდე დაახლოებით ნახევარ საათზე მეტი დასჭირდებოდათ. ნუთუ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა რამე ზომების მიღება. ეს გარემოებები ძალიან დიდ ეჭვს ბადებს, რომ ცხედრების გატაცების იმიტაცია წინასწარ დაწერილი სცენარი იყო”-წერს ჟურნალისტი.

აფხაზური წყაროების ინფორმაციით სოხუმი აღშფოთებულია მომხდარ ფაქტზე. დე ფაქტო პრეზიდენტიც ამ საკითხში კატეგორიულია და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. შესაძლოა ლიკვიდირებული გამტაცებლების გატაცების ფაქტს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელიც შეეწიროს.

სხვა ახალი ამბები: