აფხაზური მხარე “მწვანე კვირეულთან” დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

0

sputniki“მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ გერმანიაში აფხაზური სტენდის ჩამოხსნა მოითხოვა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის დელეგაცია “მწვანე კვირეულზე” კვლავ განაგრძობს წარმატებულ გამოფენას, სადაც ქართული მხარეც მონაწილეობს, უფრო მეტიც, აფხაზური სტენდი გამოფენაზე კვირა საღამოს გერმანელმა დიპლომატებმა დიტერ ბოდენმა და მაურიციო ჯენკინსმა მოინახულეს,”-ნათქვამია აფხაზური მედიასაშუალებების მიერ დილიდან გავრცელებულ ინფორმაციებში.

თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია ონლაინ გამოცემამ “სპუტნიკ-აბხაზიამ” გაავრცელა. სწორედ აღნიშნულ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით იგივე ინფორმაცია გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმაც.

შეგახსენებთ, რომ “მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორები საქართველოს სტენდს ეწვივნენ, შეხვდნენ ქართულ წარმომადგენლობას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მისი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და შექმნილი უხერხულობის გამო მწუხარება გამოთქვეს.

„ძვირფასო ქართველებო, ნება მიბოძეთ, ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ საერთაშორისო „მწვანე კვირეულზე“ ასეთი გაუგებრობა მოხდა. ჩვენ, როგორც ნეიტრალურმა პლატფორმამ, აფხაზეთის რეგიონს სტენდი დავუთმეთ და ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპით, რომ ყველა რეგიონს მივცეთ პრეზენტაციის საშუალება. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და საქართველოს ელჩს და გავათვიცნობიერეთ, რომ სკანდალი გამოვიწვიეთ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა ზუსტად არის ცნობილი, რომ აფხაზეთი საქართველოს ეკუთვნის. მომავლისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ საქართველო ერთიანი დიდი სტენდით წარმოვადგინოთ და მისი ყველა რეგიონის გაერთიანება იყოს შესაძლებელი. ჩვენ 2015 წლის პრობლემის მოგვარებასაც შევეცდებით. ამისათვის, ხვალინდელი დღისათვის უკვე დაგეგმილი გავქვს საუბერბის წარმართვა”