აფხაზური ოპოზიცია მორიგ საპროტესტო შეტევამდე მიმართვის ტექსტს ავრცელებს

0

raul001აუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/afxazeti.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

 

აფხაზეთში პოლიტიკური დუღილის კვირა ორშაბათიდან იწყება. ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხვნით საპროტესტო აქციას 11 მარტს 13:00 საათზე ისევ განაახლებს. ამის შესახებ ოპოზიციურმა ძალებმა მედიასაშუალებებში უკვე დააადნონსეს.

აფაზეთის  ეროვნული ფორუმის ხელმძღვანელმა რაულ ხაჯინბამ ადგილობრივ მედიასაშუალებებში გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის ისევ მიმართავს მთავრობას და პრეზიდენტს. ხაჯინბა მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს და ამის მიზეზად ბევრ კომპრომატს ასახელებს.

“აფხაზეთი ამ ეტაპზე განიცდის ღრმა ეკონომიურ კრიზისს. ამაზე მეტყველებს ეკონომიკის დეგრადაცია, დაბალი სოცალური ფონი, დანაშაულის , კორუფციის , ნარკომანიის უპრეცედენტო ზრდა, დემოგრაფიული ფონის დაცემა, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის არსებობას. ამ გაჭირვებული ფონის კონრტასტულია ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების აყვავილებული და დალხენილი ცხოვრება. ხელისუფლება გახდა ოლიგარქიული, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ნაციონალურ სიმდიდრეს . რაზეც არანაირი კონტროლი არა აქვს აფხაზურ საზოგადოებას,”-აცხადებს რაულ ხაჯინბა.

რაულ ხაჯინბას მიერ პრესაში გუშინ გამოქვეყნებული მიმართვის ტექსტი ათპუნქტიანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის დაუყონებლივ დათხოვნას ითვალისწინებს.

“ხელისუფლება ცდილობს საკუთარი უნიათობის და არაკომპეტენტურობის გადაფარვას შიდადაპირისპირებით, ცდილობს გაამწვავოს სიტუაცია ქვეყანაში. ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც დავაფიქსირეთ ა.წ. 28 თებერვლის მიტინგზე. ფაქტია, რომ ხელისუფლება არ არის მზად გაათვითცნობიეროს არსებული პრობლემები . მმართველობის ასეთი ფორმა ჩვენს ხალხს არ აძლევს საშუალებას, რომ ააშენოს ქვეყნის მომავალი . გაწირავს რა მათ სრული განადგურებისთვის. ქვეყნის კრიზისი სახეზეა და მისი შემდგომი გაღრმავება საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ არ გვინდა შემდგომი დესტაბილიზაციის განვითარება და ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გონს მოეგოს და გაიგონოს ჩვენი მოთხოვნები.გადადგეს უნიათო და კორუმპირებული მთავრობა!”-ნათქვამია რაულ ხაჯინბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: