აფხაზური პარლამენტის დეპუტატს რუსი ბიზნესმენის მკვლელობისთვის დააპატიმრებენ

0

previewაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავარმა პროკურატურამ დე-ფაქტო  უზენაეს სასამართლოს მიმართა პატიმრობა შეუფარდოს ე.წ აფხაზური პარლამენტის წევრ ნოდარ კვიცინიას. აფხაზური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კვიცინიას ბრალი ედება რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩის და მისი მეგობრის, აქსანა სკარედნოვას გატაცებასა და მკვლელობაში, რომელთა ცხედრებიც რამდენიმე დღის წინ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში, ერთ-ერთ მიტოვებულ ჭაში აღმოაჩინეს. აფხაზური პარლამენტის წევრი ბრალდებულია ასევე შეიარაღებულ დაჯგუფებასთან დანაშაულებრივ კავშირში.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ბიზნესმენის საქმესთან კავშირი ჰქონდეს სოხუმში რუსეთის საკონსულოს პირველი მდივნის, დიმიტრი ვიშერნიოვის, მკვლელობასაც. პროკურატურის ცნობით, სწორედ რუსი დიპლომატი ვიშერნიოვი სერგეი კლემანტოვიჩის გაუჩინარების საქმით იყო დაინტერესებული.

სხვა ახალი ამბები: