აფხაზური პარლამენტი გალში მცხოვრებ ქართველთა საკითხს საგანგებო რეჟიმში განიხილავს

0

shodაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ პარლამენტმა თერთმეთ საათზე დაიწყო მუშაობა. დღეს დანიშნული სესიის მუშაობის დღის რეჟიმი საგანგებოა, სადაც ქართველთა გასახლების და მათზე აფხაზური პასპორტების გაცემა-არგაცემის საკითხი განიხილება. ე.წ პარლამენტში ამ საკითხის მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც არსებობენ. პარალელურად კი პარლამენტის შენობასთან უკვე დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯინბა ხელმძღვანელობს.

მომიტინგეები ითხოვენ, აფხაზურმა პარლამენტმა ანულირება გაუკეთოს ყველა იმ პასპორტს, რომელიც გალში მცხოვრებ ქართველებზე გაიცა და ისინი გამოცხადდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებად. პარალელურად კი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უკანონოდ გადალახავენ ე.წ საზღვარს, კანონები გამკაცრდეს. შეწყდეს ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გალსა და ზუგდიდს შორის.

ამ წუთებში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ სახელმწუფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს პარლამენტის საგანგებო სესიას, სადაც სწორედ ეს საკითხები განიხილება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს პერმანენტულად მოგაწვდით.

სხვა ახალი ამბები: