აფხაზური პასპორტების გაცემა ქართველებზე და ხაჯინბას საგანგებო განცხადება

0

pasportra13აფხაზური მხარე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პასპორტიზაციის პროცესს იმ ტერიტორიებზე განაგრძობს, რომელიც ძირითადად ქართველებთ არის დასახლებული. აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ოჩამჩირის, ტყვარჩელისა  გალის რაიონებში ქართუი მოსახლეობის 47-მა პროცენტმა აფხაზური პასპორტები უკვე მიიღო. მათივე მონაცემები ასე გამოიყურება: ოჩამჩირეში გაცემულია 2453 აფხაზური პასპორტი, ტყვარჩელში-6217 პასპორტი, ხოლო გალის რაიონში- 16096 პასპორტი. თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით სამივე რაიონში სულ გასაცემია 53.000 აფხაზური პასპორტი.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას დაუკავშირდა, რომლებმაც დაადასტურეს აფხაზური პასპორტების გაცემა.

“დიახ დიდი ხანია აფხაზური პასპორტების აღებას აძალებენ ქართულ მოსახლეობას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსახლე, რომელიც გალში ცხოვრობს და უარს განაცხადებს აფხაზური პასპორტის აღებაზე, მას ავტომატურად უწევს გალის ტერიტორიის დატოვება, თუმცა ასე ადვილად არ მთავრდება ეს ამბავი. თავიდან მიჰყავთ გალის მილიციაში, აწერინებენ ხელწერილს, რომ ის უარს აცხადებს პასპორტზე იმ მოტივით, რომ ის არ აპირებს აფხაზეთის მოქალაქეობას და ხელწერილზე მისი ხელმოწერიდან რამდენიმე საათში ტოვებს ტერიტორიას სამუდამოდ. ასეთი შემთხვევები სულ რამდენიმე იყო, რადგან ხალხი ვერ მიატოვებს საკუთარ სახლ-კარს, რა ქნან?”

გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი თანახმაა აფხაზური პასპორტის აღებას დათანხმდეს, რადგანაც მათ სხვა შემთხვევაში გალის ტერიტორიაზე ცხოვრების საშუალება არ მიეცემათ.

ამ პროცესს აპროტესტებს რაულ ხაჯინბას პარტია და თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში ადანაშაულებს. რაულ ხაჯინბას მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი არც შეიძლება ჩაითვალოს აფხაზეთის მოქალაქედ და რომ მათზე აფხაზეთის პასპორტის გაცემა კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ხაჯინბას მტკიცებით ქართველთა დიდი ნაწილი, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ შემორჩნენ ამ ტერიტორიას უკანონოდ. “პირიქით ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ გალის რაიონი გაიწმინდოს ქართველი ტერორისტებისგან” -ნათქვამია ხაჯინბას მიერ გავრცელებულ განცახებაში.

სხვა ახალი ამბები: