აფხაზურმა მხარემ ბადრი ქირია 5.000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლა

0

sazgvariგალის რაიონის სოფელ თაგილონის საზღვართან დაკავებული ბადრი ქირია გალის რაიონის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. ეგრეთ წოდებულმა აფხაზურმა მართმსაჯულებამ ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას მკვიდრს საზღვრის უკანონოდ დარღვევისთვის ერთთვიანი პატიმრობა 5.000 რუბლიანი ჯარიმით შეუცვალა.

ბადრი ქირია ამ წუთებში ზუგდიდისკენ, საკუთარ სახლში მოემართება. როგორც ქირიას ახლობლები აცხადებენ ჯარიმის სახით დასახელებული თანხა დილის საათებში გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ქირია გიგა ჯონჯუასთან ერთად მდინარე ენგურის ნაპირთან რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სათევზაოდ გავიდნენ. ქირია და ჯონჯუა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონასა და გალის რაიონის სოფელ თაგილონის საზღვართან 23 ივლისს დილის საათებში დააკავეს.

სხვა ახალი ამბები: