აფხაზ ხალხს გაღატაკებული ქვეყნის სტატუსი აღიზიანებს

0

11111_viewაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/gargveva.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დე–ფაქტო ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული პოზიცია აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე არის მხოლოდ მითი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსების მიერ გამოყოფილი“წყალობა“, რომელიც დაიხარჯა არაეფერქტურად. ამას ადასტურებს რუსეთის კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმებაც, სადაც გარღვევა შეადგენდა 500 მილიონ რუბლს.

აფხაზი ექსპერტების განმარტებით ეს იმის დასტურია, რომ ადგილი ქონდა განსაკუთრებულად დიდი თანხების დატაცებას და მათ არამიზნობრივ ხარჯვას. დე–ფაქტო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რუსული მხარისგან კრედიტის სახით მიიღო 2 მილიარდი რუბლი რკინიგზის აღდგენისათვის და 700 მილიონი საბანკო სექტორის განვითარებისათვის. ფული სრულად გახარჯულია თუმცა ინვესტირება არც ერთ სექტორში არ განხორციელებულა. საზოგადოების უკმაკოფილებას იწვევს ის ფაქტი რომ ამ ვალების გადახდა სწორედ მათ მოუწევთ და 70% უმუშევრობის ფონზე თითქმის შეუძლებელია ამის გაკეთება.

მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რუსეთმა ერთ სულ მოსახლეზე აფხაზეთში გაცილებით მეტი გამოყო ვიდრე დასავლეთმა მისცა საქართველოს მოსახლეობას. მათი ცხოვრების დონე ძალიან დაბალია და მათ აქვთ უღატაკესი ქვეყნის სტატუსი.

სხვა ახალი ამბები: