აქცია ენგურის ხიდზე: ”არა ოკუპაციას!”

0

okupacia30-მდე ახალგაზრდამ ენგურის ხიდიდან საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და მცოცავი ოკუპაცია შეწყდეს. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ რუსეთთან ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები შეწყვიტონ, რადგან “რუსეთი საქართველოს ოკუპაციას განაგრძობს, ამ დროს კი ეკონომიკურ საკითხებზე ოკუპანტ ქვეყანასთან საუბარი სირცხვილია”. ერთ-ერთი ორგანიზატორის ანა წითლიძის განცხადებით, ახალგაზრდებმა დღევანდელი აქციით ოკუპანტებს მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტა სთხოვეს.  ”თუ ასე გაგრძელდა, მალე რუს ოკუპანტებს ხელს აივნებიდან დავუქნევთ, ამიტომაც ეს პროცესი დროულად უნდა შეჩერდეს”, – აცხადებს წითლიძე.

სხვა ახალი ამბები: