აქცია ზუგდიდში: დევნილები ელექტროენერგიას ითხოვენ

0

407018_380841102028701_1187879899_n1ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ზუგდიდიდის ერთ-ერთ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებულ ობიექტში. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვენ.

ცნობისათვის, ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური თექნიკუმის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ელექტროენერგია შესაბამისი გამრიცხველიანების არქონის გამო არ მიეწოდებათ. “ენერგო-პრო-ჯორჯიას” ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა მათ უკვე მეორედ ჩაუჭრეს შენობაში უკანონოდ შეყვანილი კაბელები, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

“ეს უკვე მერამდენედ ხდება ასე. ადამიანებად აღარ გვთვლიან, რადგანაც დღემდე ამ შენობაში “შეჭრილი” დევნილების სტატუსს ვატარებსთ. მოვითხოვთ მოგვხედოს დევნილთა სამინისტრომ და გამოგვიყოს შესაბამისი ფართები, სადაც უზრუნველყოფილი ვიქნებით ნორმალური პირობებით და შესაბამისად ელექტროენერგიითაც ან მოგვცენ საშუალება დროებით, სანამ აქ გვიწევს ცხოვრება, გვქონდეს უწყვეტი ელექტროენერგია. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გადავკეტავთ გზებს. ოცდამეერთე საუკუნეში ან დაბანვა არ გვინდა, ან ტელევიზორის ყურება? პაპუასები ვართ? მოგვხედოს მთავრობამ!”-აცხადებენ დევნილები.

სხვა ახალი ამბები: