აქცია ზუგდიდში: დევნილთა დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვენ

0

aqciaხმაური იყო ზუგდიდის დევნილთა ტერიტორიული ორგანოს სამმართველოში. სამმართველოს შენობაში იმ დევნილებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც გუშინდელი დღიდან ელექტროენერგიის მიწოდება ”ენერგო-პრო-ჯორჯიამ” შეუწყვითა.

”ენერგოკომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც რკინით ამოსვარკეს ფიდერი, რომ ისევ არ ჩავრთოთ ელექტროენერგია. მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამ ფიდერიდან ერთი წლის განმავლობაში მალულად შემოგვყავდა შუქი. აბა რა გვექნა, არ უნდა ისწავლონ ბავშვებმა ან არ დაიბანონ? ჩვენ ვითხოვთ კატეგორიულად რომ მოგვხედონ ჩვენმა მატყუარა მინისტრებმა, წინააღმდეგ შემთხვევასი უარეს აქციებს მოვაწყობთ. დავწვებით გზაზე და არ ავდგებით იქიდან”-აცხადებს დევნილი რევაზ ღადუა.

საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დაშლილია, რადგანაც დევნილებმა პრობლემის მოგვარებაზე შეპირებები მიიღეს. თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, ისინი პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

სხვა ახალი ამბები: