აქცია ზუგდიდში პრეზიდენტის წინააღმდეგ: “მიშა შენი ტომას ფლეტჩერი დააჯილდოვე” (VIDEO)

0

029საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში დღეს ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა გიმნაზიის დამაარსებლები, ალექსანდრე და ჯიმშერ ღურწკაიები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა მეხუთე კლასის მოსწავლეებს საქარველოს ეროვნულ გმირებზე ესაუბრა. მან მოსწავლეებს უთხრა, რომ მათი პატრიოტიზმი სწავლა და განათლების მიღებაა,რადგან გაუნათლებელი ადამიანი ადვილად ივიწყებს წარსულს.

„თქვენ აუცილებლად უნდა ისწავლლოთ უცხო ენები. ძალიან მნიშვენელოვანია ქართული ენა, მნიშვნელოვანია მეგრული, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისური და ჩვენი მეზობელი ხალხის ენები, რადგან, ჩვენ რამდენი ენაც ვიცით, იმდენად ძლიერები ვართ“, – უთხრა მოსწავლეებს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინიციატივით ყველა სკოლაში საქართველოს ეროვნული გმირების სტენდი დაიდგმება.

ამასთან, „დაიცავი საქართველოს“ და „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ზუგდიდში ჩამოსვლა ამჯერადაც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა გიმნაზიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, კახა მიქაიას განცხადებით, პრეზიდენტის განათლების სისტემის სიმბოლო ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი თომას ფლეტჩერია და არა ღირწკაიას გიმნაზია.

“სააკაშვილმა ჯილდო გიმნაზიას კი არა ფლეტჩერს უნდა გადასცეს.შენ, შენი ტომას ფლეტჩერი დააჯილდოვე მიშა, “ბიბლიოთეკარო” სააკაშვილო”-ისმოდა აქციაზე კახა მიქაიას შეძახილები.

ცნობისათვის, ბრიტანელი მოხალისე თომას ფლეტჩერი სახელმწიფო პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა.

ვიდეო

 

სხვა ახალი ამბები: