აქცია ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირების ფონზე (ვიდეო)

0

11074111_857210921006949_469996269_oზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა,  მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი ლევან კონჯარია. დაშავებულები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქცია, რომელიც” ნაციონალური მოძრაობის”  ოფისთან დაიწყო და “თავისუფლებისა და მხარდაჭერის” ცენტრთან გაგრძელდა. ამის შემდეგ “ქართული ოცნების” აქტივისტებმა გადაინაცვლეს “თავისუფალი ზონის” ოფისთან, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავებიც.

აქციის მონაწილეები ითხოვნენ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხალხთან შეხვედრები შეწყვიტოს და მოსახლეობის ჩვეული მეთოდით, ძალდატანებით 21 მარტის აქციაზე არც მოინდომოს ხალხის წაყვანა.

“როლანდ ახალაია კრიმინალებს კრებს, არის ინფორმაცია, რომ მათ აქვთ იარაღი. აკო მინაშვილი ჩამოვიდა და ორი დღეა და ადამიანებს კონფროტაციისკენ იწვევს. როლანდ ახალაია ყოფილ პოლიციელებს კრებს. არის ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები არიან შეიარაღებულები. მე ვთხოვ ყველას, ძალოვან სტრუქტურებს აიყვანონ კონრტოლზე ეს ადამიანები,”-აცხადებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.

სხვა ახალი ამბები: