აქცია მარტვილში: პოლიტიკური დაკვეთა თუ ადგილობრივთა სამართლიანი მოთხოვნა?! (ვიდეო)

0

aqcia martvilshiiმარტვილში დღეს საპროტესტო აქცია დილიდან გაიმართა. აქციის მონაწილეები გამგებელ ალექსანდრე გრიგალავასგან იმაზე ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ შეჩერდა სოფელ  ქვაითის გზის მშენებლობა. ისინი ამბობენ, რომ გზა, რომელიც სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს მწყობრიდან არის გამოსული და წვიმიან ამინდში გადაადგილება შეუძლებელია.

“სასწრაფო დახმარების მანქანა სოფელში წვიმის დროს ვერ ჩამოდის, სხვა შემთხვევებში ძალიან დიდი ხანი ჭირდება ჩამოსასვლელად. ბავშვებს სკოლაში სიარული უჭირთ,”- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

სოფელ ქვაითის მცხოვრებლების ინფორმაციით, გამგეობამ ტენდერი გზის მშენებლობაზე ფარულად გამოაცხადა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის მშენებლობის სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცა.

მარტვილის გამგებლის ალექსანდრე გრიგოლავას განცხადებით საპროტესტო აქცია პოლიტიკური დაკვეთაა და მის უკან “თავისუფალი დემოკრატების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დგას, რომელიც ამავე დროს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიცაა.