აქცია ქუთაისში: “ზვიად გამსახურდია ცოცხალია და ის 2014 წელს გამოჩნდება”

1

gamsaxurdiaქუთაისელი თინათინ მარდალეიშვილი ხვალინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მან ქალაქის მერიის წინ სწორედ ამ მიზნით აქცია გამართა. თინათინ მარდალეიშვილის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ცოცხალია და ის მალე საქართველოში ჩამოვა. აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთის ადგილობრივი მედია საშუალებები სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ.

“მოვითხოვ აღდგეს კანონიერი ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში მოვიდეს “მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო.” ასევე მინდა ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალია და ის 2014 წელს გამოჩნდება. ზვიადის მხარდამჭერები უკვე ათეული წლებია ყველა არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ და ხვალინდელ არჩევნებზეც არ ვაპირებ წასვლას “– აცხადებს მარდალეიშვილი.

სხვა ახალი ამბები: