აქ გზა ვერ დააგებინე?-პრემიერის საყვედური თავდაცვის მინისტრს (VIDEO)

0

sayveduriსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეხუთე ბრიგადის 51-ე ბატალიონს ესტუმრა. მან ყაზარმა დაათვალიერა და პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებს. პრემიერმა ასევე მოინახულა სამხედროთა თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახები და გაესაუბრა ჯარისკაცებს. 

პრემიერ მინისტრმა მეხუდე ბრიგადაში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას უსაყვედურა. პრემიერმა ბრიგადაში მისასვლელი გზა დაიწუნა და ალასანიას ამ სიტყვებით მიმართა: “აქ გზა ვერ დააგებინე?”

ირაკლი ალასანიამ პრემიერს საყვედურზე მოგვიანებით უპასუხა. ყაზარმიის დათვალიერებისას მან ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა: “ასვალტს ვიდრე დავაგებთ, რომ ბალიში ჰქონდეთ ხელზე”.

პრემიერი მეხუთე ბრიგადას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაპირდა. პრემიერ-მინისტრს 51 -ე ბატალიონში თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დახვდნენ.

სხვა ახალი ამბები: