აღმოჩნდება თუ არა სააკაშვილი სამხედრო დამნაშავე?

0
475897_569438189753233_2025596310_oამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული პორტალი Лента.ру. სადაც დაწვრილებით არის საუბარი საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, თავიდან იქნეს გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და რუსეთ-საქართველოს სამხედრო ქმედებები. საინფორმაციო სააგენტო smo.ge სტატიის შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ.
„როგორც ჩანს, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას მაშინდელი საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელიც აგვისტოს მოვლენების დასრულებისთანავე შეიქმნა, არ აწყობს. მას სურვილი აქვს „განტევების ვაცი” გამოძებნოს, რომლისთვისაც, სავარაუდოდ, სააკაშვილს ამზადებენ. გარდა ამის, ქართველმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა რუსეთის მხრიდან წამოსულ აგრესიულ რიტორიკას, აგრეთვე რუსეთის გეგმებს საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სავარაუდო სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ.
ის, რომ საქართველოს პარლამენტში ახალი საგამოძიებო კომისია იქმნება, ამის შესახებ პირველმა განცხადება „ქართული ოცნების” საპარლამენტო ლიდერმა, დავით საგანელიძემ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა კი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებს „თითქმის არაადეკვატური უწოდა”,-წერს პორტალი.
Лента.ру.-ს განცხადებით, ფაქტიურად, საქართველოს პრემიერმა მხარი დაუჭირა კრემლის პოზიციას-რუსეთმა ომი სამხრეთ ოსეთში ქართველი სამხედროების შეჭრის შემდეგ დაიწყო(თბილისი კი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მხრიდან საბრძოლო მოქმედებების დაწყება რეაქცია გახლდათ სამხრეთ ოსეთის პროვოკაციაზე, მათ შორის ქართული სოფლების დაბომბვაზე და რუსეთის მხრიდან მუქარაზე).
„არასამართლიანად ვთვლი იმას, რომ საქართველოს სამხედრო ნაწილები საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი მანამდე, სანამ რუსეთი საზღვარს გადმოკვეთავდა, მე ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს ყველაფერს, დიახ, იყო დაძაბულობა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა-ბომბი დაეცა ერთ-ერთი სახლის კედელს და დააზიანა, საკმარისი იყო 100 მაცხოვრებლის კონფლიქტის ზონიდან გამოყვანა, ქართული საჯარისო ნაწილების ჩაყენება და საერთაშორისო მონიტორინგის მოწვევა -ეს იქნებოდა ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი”,-აღნიშნავს პრემიერი. სააკაშვილმა ამ „სუსტად შენიღბული” მუქარის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის, არც როგორც პრეზიდენტი და არც როგორც მოქალაქე, ომთან დაკავშირებულ საკითხებზე, გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს. პრეზიდენტი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ ეს გამოძიება ხელს აძლევთ საქართველოს მტრებს და რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული.
„ეს მოსკოვის პირდაპირი მოწოდებაა: გაასამართლეთ სააკაშვილი, შეცვალეთ კანონი ოკუპაციის შესახებ და ა.შ”,-განაცხადა სააკაშვილმა ტელეეთერში საუბრისას.
რაც შეეხება გამოძიებაში პროკურატურის ჩართვას, სააკაშვილს ეს „იუგოსლვაიის სცენარს” აგონებს , სადაც ის სლობოდან მილოშევიჩის როლში იქნება, პრეზიდენტის აზრით კი კოსოვოს როლში შეიძლება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის განვიხილოთ.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ხელახალი გამოძიების შესახებ, კრემლი დადებითად შეხვდა, ისევე როგორც, ბიძინა ივანიშვილის პრაქტიკულად ყველა ინციატივას.
ამავე დროს, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ, ჯერ კიდევ 2008 წელს დადო პირობა, რომ სააკაშვილს ჰააგის ტრიბუნალის სკამზე დასვამდა. მათივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა ომის დროს დაკარგული და დახოცილი ოსი მოქალაქეების შესახებ. როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, საქართველოსგან გამოყოფილ სეპარატისტულ რესპუბლიკას, არავინ განიხილვას, ამ შემთხვევაში კი სააკაშვილს შეუძლია შვიდად იყოს, მას თავისი შინაური პრობლემებიც ეყოფა”,-წერს პორტალი.

 

სხვა ახალი ამბები: