ახალაიამ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დავალებების სქემა მიაწოდა

0

dat11კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობს, – ამის შესახებ ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ნიკოლაძის თქმით, დათა ახალაიამ პროკურატურას სახელმწიფო მექანიზმის სწორედ ის სქემა მიაწოდა, თუ როგორ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ დავალებების გაცემა და შემდეგ შესრულება.

„ პირველი ინფორმაცია, რაც დათა ახალაიამ პროკურატურას მიაწოდა, ეხებოდა თვითონ სქემის გაშლას, ანუ როგორ ხდებოდა დავალებების გაცემა და შემდეგ ასრულება. დავალებებში ვგულისხმობ სააკაშვილის მიერ დავალებების გაცემას, ანუ სახელმწიფო მექანიზმი ამ კრიმინალური კუთხით როგორ მუშაობდა. დათა ახალაიამ დაულაგა ამის შესახებ ინფორმაციაც. ასევე მან გასცა ის ადგილები, სადაც ჰქონდათ კონსპირაციული ბინები ათასი უბედურებისათვის. ასევე გასცა ინფორმაცია ცეცხლსასროლი იარაღის სამალავების შესახებ“,- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

სხვა ახალი ამბები: