ახალაიას საქმის უზუსტობებზე მისი ადვოკატი და მეგობრები საუბრობენ

0
bacho_axalaia1ბაჩო ახალაიას ადვოკატი და მეგობრები ახალაიას საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში”  „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ორგანიზებით სპეციალური პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელსაც ახალაიას მეგობრები, ოჯახის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კერძოდ, საფრანგეთის, ლიტვის, ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების წარმომადგენლები. შეხვედრაზე აგრეთვე წარმოდგენილი არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
როგორც პრეზენტაციაში მონაწილე ერთ-ერთი  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა  შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ბაჩო ახალაიას საქმეში არაერთი უზუსტობაა.
„უზუსტობებია მოწმეთა ჩვენებებშიც, ამასთან, ბაჩო ახალაიას დაკითხვა და დაკავება მოწმეების დაკითხვამდე მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმეში დაზარალებულად ცნობილ ბედოშვილის ჩვენება პროკურატურაშივეა დაწერილი”- განაცხადა ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” დამფუძნებლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებში არსებული დარღვევების წარმოჩენა წარმოადგენს. მათ შორის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეც განიხილება.

სხვა ახალი ამბები: