ახალაიას საქმის უკან ვანო მერაბიშვილი დგას?

0

timthumbბაჩო ახალიას უფლებების დამცველებმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე სკანდალური ფოტო წარმოადგინეს. ერთ ერთ ფოტოზე სპეცრაზმელი მამუკა ჟვანია მეუღლესთან ერთად არის გადაღებული. ჟვანიას მეუღლე ხელში ჰყავს აყვანილი არადა ახლაიას ოჯახის წევრების მტკიცებით ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც ჩვენების მიხედვით სპეცრაზმელ ჟვანიას ნეკნი უნდა ჰქონოდა მოტეხილი და თურქეთში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად იმყოფებოდა. ჟვანია ჩვენებაში წერს, რომ მას შემდეგ რაც ის ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, აწამეს ნეკნი ჰქონდა გაბზარული, ფეხი მოტეხილი და ორი თვის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა.

ამავე ჩვენებიდან ირკვევა, რომ მამუკა ჟვანიას და კიდევ 6 სპეცრაზმელს შს მინისტრობიდან ახალაიას გადადგომის შემდეგ შსს სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად 10 ათასი ლარი ჩაურიცხა და თურქეთში სამკურნალოდ ექიმებთან ერთად გაუშვა. ფოტომასალში კი, რომელიც თურქეთშია გადაღებული ჩანს რომ ჟვანია და სხვა სპეცრაზმელები მათ შორის ექიმებიც თურქეთის ერთ ერთ სასტუმროში ისვენებ. ბაჩო ახალიას უფლებათა დამცვლები ამტკიცებენ რომ ამ საქმის უკან ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი დგას, რომელმაც სპეცრაზმელები დასასვენებლად გაუშვა, 10 ათასი ლარი ჩაურიცხა და ახალიას წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა აიძულა.

მათ უნდა ეთქვათ, რომ ახალიას მინისტრობის დროს განხორციელებილი სპეციალური წვრთნები წამება იყო. სპეცრაზმელ მამუკა ჟვანიას თბილისი საქალაქო სასამართლო ამ წუთებში კითხავს.

სხვა ახალი ამბები: