ახალაიას, ქარდავას და თოფურიძეს ჟურნალისტები და სამართალდამცავები გამთენიამდე ელოდებოდნენ

0

IMG_1121მთელი ღამის განმავლობაში სარფის გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველები და  ჟურნალისტები დათა ახალაიას, მეგის ქარდავასა და სოსო თოფურიძის გამოჩენას დარაჯობდნენ. გუშინ, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე სარფის გავლით საქართველოში დაბრუნდებოდნენ.

ახალაიას, ქარდავასა და თოფურიძის მომლოდინე ჟურნალისტებმა და სამართალდამცავებმა სარფის საბაჟოს ტერიტორია გამთენიისას დატოვეს.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავდნენ  დათა ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა  არ დაადასტურა. მიუხედავად ამისა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია,რომ ქარდავა,ახალაია და თოფურიძე ტრაბზონში იმყოფებოდნენ და სარფისკენ მოემართებოდნენ.

 

სხვა ახალი ამბები: