ახალაია და მერაბიშვილი: ”მატროსოვის” ციხის სანიმუშო პატიმრები

0

cixeშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სანიმუშო პატიმარია, ძალიან კარგად იქცევა, ემორჩილება ყველა მითითებას, ასრულებს რეჟიმით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და ციხის ადმინისტრაციას მადლობის წერილიც მისწერა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მიხეილ ღურწკაიამ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“ განაცხადა.

გრიგოლიას დღევანდელი ეთერი ე.წ. „მატროსოვის“ ციხიდან მიჰყავს, სადაც შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექს–მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფებიან.

ღურწკაიას განცხადებით, „სანიმუშოდ იქცევა ბაჩო ახალაიც და ყოფილ ძალოვან მინისტრებთან ქცევასთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციას პრობლემები არ ექმნება“.

მიხეილ ღურწკაიამ ინგა გრიგოლიას იმ საკნის ანალოგი აჩვენა, რომელშიც მერაბიშვილი იმყოფება. გარდა ამისა, გრიგოლიას საშუალება მიეცა, ენახა პატიმრების საკვებიც.

როგორც მიხეილ ღურწკაიამ განაცხადა, „მერაბიშვილს ძალიან მოსწონს ეს საკვები და რამდენჯერმე აღნიშნა კიდეც ეს“.

„მერაბიშვილი და ახალაია სხვა პატიმრებს ვერ ხვდებიან და მათი უსფრთხოება მაქსიმალურად დაცულია. პატიმრობისას მათ ერთმანეთთან შეხვედრის საშუალებაც არ ჰქონიათ“ – აღნიშნა ღირწკაიამ.

რაც შეეხება მოკლე და გრძელვადიან პატიმრებს, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, „ვანო მერაბიშვილი ცოლს ორჯერ შეხვდა, ბაჩო ახალაია კი – არცერთხელ“.

„ვანო მერაბიშვილს მეუღლესთან შეხვედრის საშუალება ორჯერ ჰქონდა, ბაჩო ახალაიას მეუღლე კი არასდროს ყოფილა ჩვენთან სტუმრად, არც თხოვნა ყოფილა ახალაიას მხრიდან, რომ მისი მეუღლე მოსულიყო და ჰქონოდა მოკლევადიანი პაემანი“ – განაცხადა ღურწკაიამ.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილმა ამანათის სახით მიიღო წიგნები და პირველი, რაც პატიმარმა წაიკითხა, იყო „დათა თუთაშხია“.

სხვა ახალი ამბები: