ახალაიების მიერ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა ჯერჯერობით არ დასტურდება

0

axalaia_891საინფორმაციო სააგენტო “პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია და “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან.

სააგენტოს წყაროს ცნობით, “ამ საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს და ახალი ძალა საზოგადოების წინაშე ოქტომბრამდე წარდგება. შიდა კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ. წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება.სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის ახალი ძალა შეიქმნება, რომელსაც სათავეში ახალაიები მათ თანამოაზრეებთან ერთად ჩაუდგებიან”.

ახალაიების ოჯახთან დაახლოებული პირი, უფლებადამცველი თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით მისთვის მსგავსი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

“ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი ვიცი, თუმცა მომავალში რა მოხდება, შეიქმნება თუ არა პარტია, ჯერ არავინ იცის. შესაძლოა, შეიქმნას ბევრი პოლიტიკური გაერთიანება, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი”, – აცხადებს თეა თუთბერიძე.

სხვა ახალი ამბები: