ახალაიებს მეზობლებიც უპირისპირდებიან: პროტესტი როლანდ ახალაიას სახლთან (ვიდეო)

0

aqcia axalaiebtanზუგდიდში დღეს საპროტესტო აქცია როლანდ ახალაიას სახლთან ახალგაზრდებმა და  ყოფილმა პოლიტპატიმრებმა გამართეს. საპროტესტო აქციაზე პლაერები ახალაიების სახლის წინ დაყარეს და ეზოს კარებთან გააკრეს. აქციას შეუერთდნენ საკრებულოს წევრები და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, რომელიც ყოფილი პოლიტპატიმარი იყო.

აქციის მონაწილეებსა და როლანდ ახალაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც ძირითადად წარსულის შეხსენებებით შემოიფარგლებოდა. მოგვიანებით საპროტესტო აქციას როლანდ ახალაიას მეზობლებიც შეუერთდნენ, რომლებიც ყოფილ საოლქო პროკურორს მათი ოჯახების გაუბედურებაში ადანაშაულებდნენ.