ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა

0

tvitmkvlelobaახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დღეს დილით, ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო ”რესპუბლიკაში” გარდაიცვალა. 40 წლის ლევან წულაიას, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ორი დღის წინ გაუკეთდა წარუმატებელი აღმოჩნდა. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ორი დღის წინ თვითმკვლელობა სცადა. მან საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და გულ-მკერდის არე დაიზიანა. ახალგაზრდა პაციენტს ზუგდიდის საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაციია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ამ წუთებში ლევან წულაიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს. ჯერჯერობით დაუდგენელია თუ საიდან ჰქონდა გარდაცლილს ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე უცნობია რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

სხვა ახალი ამბები: