ახალგაზრდა პედაგოგები და არასამთავრობოები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებიან

0

11535379_802380253193339_2093703528_oსამოქალაქო განათლების სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და პროგრამა „მომავლის თაობის“ პარტნიორი ორგანიზაცია ასოციაცია „ათინათი“ თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ. ახალგაზრდა პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლებთან ერთას თბილისში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებიან.

„სამეგრელოს რეგიონის პედაგოგები, კლუბის მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად შეეუერთდნენ აქციას, რომელიც გულისხმოს თბილიში სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას. აქციის ფარგლებში შეგროვდა თანხა, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდა. პედაგოგთა ფორუმის სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს მინდა მიუსამძიმრო, ეს არის ერის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“-აცხადებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი მაგდალინა თოდუა.