ახალგაზრდა ხელოვანის მიერ შექმნილი მუყაოს ქალაქი ლაზიკა

0

lazikaoახალგაზრდა შემოქმედმა სულხან შაქარაძემ, რომელიც ნამუშევრებს მუყაოს ფერადი ქაღალდებით ქმნის, ერთ-ერთი დიდი პროექტი ”ლაზიკა” უკვე დაასრულა. მან ქალაქი ლაზიკა საკუთარ სახლში გააშენა და პრეზიდენტ სააკაშვილის აუხდენელი ოცნება მუყაოს ქაღალდის საშუალებით განახორციელა. სუხან საქარაძე აღარაში, კერძოდ კი ქალაქ ბათუმში ცხოვრობს და ის დიდი ხანია მუყაოს ქაღალდებით თვითშემოქმედებას ეწევა. პირველი, ვინც სულხან შაქარაძემ საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციის თხოვნით მიმართა საინფორმაციო სააგენტო smo.ge იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ჩვენი დაინტერესება ყველაზე მეტად თვითნასწავლი ხელოვანის ახალმა და უკვე დასრულებულმა პროექტმა ”ლაზიკამ” გამოიწვია. მან ლაზიკა რამდენიმე დღეში ”ააშენა” და საზოგადოებასაც წარუდგინა.

”ოთხი წელია, დამებადა იდეა, რომ მეკეთებინა ისეთი ნივთები, რომლებიც თავისი დიზაინითა და შეხედულებით იქნებოდა საინტერესო. ერთი წლის წინ დავიწყე იმაზე ფიქრი, ამეშენებინა პატარა ქალაკი ლაზიკა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აუხდენელ ოცნებაა. ჩემი სურვილია სათამაშო ფაბრიკის გახსნა საქართველოში. მინდა მივმართო მთავრობას, რომ ყურადღებით მოეკიდოს ჩემს აზრს და მხარი დამიჭიროს. ასევე კარგია, ჩემი საქმიანობით ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ,”-აცხადებს ახალგაზრდა ხელოვანი.

სულხან შაქარაძე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სახლში ეპატიჟება. მისი სურვილის პრეზიდენტს  მუყაოს ქაღალდში გადაწყვეტილი ახალი ქალაქი ლაზიკა დაათვალიერებინოს.

სხვა ახალი ამბები: