ახალგაზრდების ინიციატივით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დასუფთავების აქცია მოეწყო (ვიდეო)

0

dasuftavebis aqciaaaევროკავშირის ინიციატივის “დიდი ნახტომის შეჯიბრების” ფარგლებში მოწყობილ ბოტანიკური ბაღის დასუფთავების აქცია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დასუფთავების აქციას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფია შეუერთდნენ.