ახალგაზრდული ასოციაცია,, დრონი“ ფინეთში საერთაშორისო ტრენინგს მართავს

0

544243_572642859420177_58876978_nასოციაცია ,,დრონი“-სა და ქალაქ ტურკუს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ფინეთში საერთშორისო ტრენინგი იმართება. ტრენინგი საჯარო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მედიასა და ახალგაზრდებში გენდერული თანასწორობის დაცვასა და მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას  ეხება. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული ტრენერები მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.  გააცნობენ ამ მიმართულებით პროექტებზე მუშაობის მეთოდებსა და გეგმას.

ტრენინგის განმავლობაში, მონაწილეებს  მათი ცოდნისა და პრაქტიკის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემათ.  განიხილავენ ასევე სამომავლო და ინოვაციურ პროექტებს.

,,დრონის’’ პრეზიდენტის გიორგი კიკალიშვილის განცხადებით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, ასევე ევროპულ კულტურასა და საზოგადოებასთან ინტეგრირებას.

აღნიშნულ ტრენინგზე ქართველების გარდა მიწვეულნი არიან  იტალიის, უკრაინის, ბელორუსიის, ფინეთისა და პოლონეთის საერთაშორიო არსამთავრობო ორაგნიზაციებისა  და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

პროექტი  ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  კურსის  დასასრულს მონაწილეებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცემათ. ტრენინგი 2 მარტს ქ.ტურკუში გაიხსნა და 8 მარტს დაიხურება.

სხვა ახალი ამბები: