ახალი ინიციატივა ზუგდიდის საკრებულოში: “აუცილებელი ტერიტორიული გაფართოება”

0

sakrebulooooooooქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრების სქემატური რუქის დამტკიცების საკითხიც განიხილეს. საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძემ ზუგდიდის საზღვრების შესაძლო გაფართოვების შესახებ ინიციატივა წამოაყენა.

„ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია მისი ტერიტორიული გაფართოება. ეს შეიძლება არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ იქნებ ვიმუშაოთ ზუგდიდის გაფართოებაზე და ამის შემდეგ დადგინდეს მისი საზღვრები. თუ იქნება თქვენი თანხმობა, კომისიასთან ერთად შეგვიძლია დავიწყოთ ამაზე მუშაობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

საკრებულოს წევრის ინიციატივას დაეთანხმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიაც. ქვარაიამ წარმოდგენილ ინიციატივას ჯანსაღი და მისაღები ინიციატივა უწოდა.

“ვფიქრობ, აუცილებელიც არის ამ საკითხზე დავიწყოთ სწრაფად მუშაობა. ბუნებრივია ეს არ არის მარტივი საკითხი. მოგვიწევს თითოეული დეტალის შესწავლა და გაანალიზება. მე მგონი, საკრებულოს წევრები მიესალმებიან ამ წინადადებას. შესაბამისმა კომისიამ უკვე უნდა დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა და დაიდოს გარკვეული მონახაზი, თუ როგორი შეიძლება იყოს ზუგდიდის საზღვრები უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

სხვა ახალი ამბები: