ახალი კომისიის თავმჯდომარეების არჩევას ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

0

qalaqis sakrebuloქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ფარული კენჭისყრის შედეგად მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩია:

საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია – კახაბერ ფარცვანია.
იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის და ეთიკის კომისია – ნუგზარ სარია.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა კომისიას ნათია ფიფია.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია –  ნატალია შეროზია.
ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია – თავმჯდომარედ თენგიზ ქოჩუა.

ზემო აღნიშნული კომისიის თავმჯდომარეებს 12 დეპუატატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის „ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელმაც.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობამ“, როგორც სხდომაზე განაცხადეს, მათ წარდგენილ კომისიის თავმჯდომარეებს მხარი, არა პიროვნული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით არ დაუჭირეს. კენჭისყრის დაწყებამდე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატებმა წარდგენილი კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებისგან ქალაქის განვითარების მოკლე სამოქმედო გეგმის გაცნობაც მოითხოვეს.

დღესვე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებსა და „ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელ თენგიზ ხარჩილავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც საკრებულოს კომისიის წევრების არჩევას მოჰყვა.

დაპირისპირება თავმჯდომარეობის ყველა კანდიდატატის ფარული კენჭისყრის დროს, ხარჩილავას მხარდაჭერას მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ კითხვით მიმართა ხარჩილავას, წარმოადგენდა თუ არა ის საკრებულოში ოპოზიციას, თუ ის „მოჩვენებითი “ იყო. თენგიზ ხარჩილავამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს განუმარტა, რომ მათგან განსხვავებული შეხედულებები აქვს და ისე მოიქცა, როგორც სწორად ჩათვალა.

სხვა ახალი ამბები: