ახალი მუნიციპალური ბაზრისა და ტაქსოპარკის პრეზენტაცია ანაკლიაში (VIDEO)

0

prezent in anakliaსაკურორტო სოფელ ანაკლიაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “კაზანტიპის” დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ანაკლიაში ტაქსოპარკი და მუნიციპალური ბაზარი გაიხსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტაციის პროექტების კოორდინირების სამსახურმა პრეზენტაციაზე შესაბამისი საშვები გადასცა მძროლებს და გარემოვაჭრეებს.

ანაკლიაში ტაქსად დაახლოებით შვიდასამდე ავტომანქანა და მძღოლი დარეგისტრირდა, რომლებმაც “კაზანტიპის რესპუბლიკის” სპეციალური საშვები მიიღეს. რაც შეეხება მუნიციპალურ ბაზარს, აქ დაახლოებით ორასამდე გარემოვაჭრე დარეგისტრირდა, რომლებიც მუშაობას ხვალიდან შეუდგებიან.

შვიდასამდე ტაქსი ანაკლიის ტერიტორიაზე კაზანტიპის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნის დღიდან დაიწყებს მოძრაობას. ტაქსით სარგებლობა ტურისტებთან ერთად ადგილობრივებსაც შეეძლებათ და მისი საფასური კილომეტრაჟით განისაზღვრება. როგორც smo.ge-სთვის ხდება ცნობილი, ტაქსით სარგებლობა ერთი კილომეტრის მანძილზე ერთი ლარი ეღირება.

სხვა ახალი ამბები: