ახალი რეალობა თუ პარტიის წესდების დარღვევა? – ეკა ბესელია ზურაბ ფაჩულიას წინააღმდეგ

0

dapirispireba fotshiფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია “ქართული ოცნების” რიგებიდან ფოთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილის  ზურაბ ფაჩულიას გარიცხვის შესახებ საკითხის დაყენებას აპირებს. ბესელიას განცხადებით ზურაბ ფაჩულიამ პარტიის საზიანოდ იმოქმედა და პოლიტიკური შეთანხმებები დაარღვია.

“პარტიის წევრი ზურაბ ფაჩულია ითხოვდა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას. “ქართული ოცნება” ასახელებდა ლევან ჩოჩიას კანდიდატურას. ამის გამო ფაჩულია განაწყენდა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მონაწილეობდა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაში. ბუნებრივია, ეს არღვევს პარტიის წესდებას და ასეთ შემთხვევაში დადგება პარტიიდან მისი გარიცხვის საკითხი. ჩემი და მთელი ხელისუფლების ამოცანაა, ფოთში იყოს რეალური თვითმმართველობა, რომელიც ხალხის სამსახურში იქნება”, – აცხადებს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას განცხადებას გაურკვეველს უწოდებს თავად ზურაბ ფაჩულია და აქვე დასძენს, რომ ყველა ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია.

“ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. რაც მოხდა ფოთში, არის ახალი რეალობა, დემოკრატიის სრულიად ახალი და სხვა საფეხური. საზოგადოება მიუჩვეველი იყო ამას. განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თან ეს ადამიანი იყო 2012 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი”

სხვა ახალი ამბები: