ახალი რეკორდი: შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის მოცურავემ სტარტი აიღო

0

gordeziani rusudanშსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი “MIA Force”, რომელიც აქამდე მხოლოდ ავტომრბოლელებს აერთიანებდა, გაფართოვდა და მას სპორტის კიდევ ერთი სახეობა – ცურვა დაემატა. 

კლუბის ახალი წევრი ახალგაზრდა მოცურავე რუსუდან გორდეზიანია. იგი გასული წლის საქართველოს აბსოლუტური რეკორდმსმენია აუზში 24-საათიან უწყვეტ ცურვაში.

“MIA Force”-ის კლუბში რუსუდან გორდეზიანის დებიუტი სარფი-ბათუმი-ფოთი-განმუხურის მიმართულებით მარათონული გადაცურვით შედგა. კლუბმა და მისმა ახალმა წევრმა აღნიშნულ მარათონი აფზახეთის ომში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს მიუძღვნა. რუსუდან გორდეზიანმა თავისუფალი სტილით სადღეღამისო უწყვეტი ცურვით შორი მანძილის დაძლევა, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე სარფიდან 17 აგვისტოს დაიწყო. იგი განმუხურის მიმართულებით შეუსვენებლად ცურავას 40 საათის განმავლობაში აპირებს. მარათონული გაცურვა 19 აგვისტოს განმუხურში დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: