ახალი სასწავლო წლისთვის ზუგდიდში საბავშვო ბაღების უმრავლესობა გარემონტდა

0
1ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშისა და დიდინეძის საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლებმა გიორგი თოდუამ და გიზო სართანიამ დაათვალიერა. კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს სოფელ ცაიშის საბავშვო ბაღში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სპეციალურად შეიქმნა პანდუსები და სველი წერტილები.
2ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გარემონტებული ბაღები ახალ ავეჯსა და ინვენტარს მიიღებენ. ნარაზენის #2 საბავშვო ბაღში უახლოეს დღეებში დაიწყება ძირეული სარემონტო სამუშაოები და სასწავლო წლის დასაწყისში შენობა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაღების სარემონტო სამუშაოები ორგანიზაცია ,,NEO”–ს თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: