ახალი სახელმძღვანელო შესაძლოა, ყველა მოსწავლემ ვერ მიიღოს

0
cignebiახალ სასწავლო წელს უფასო ახალი სახელმძღვანელო შესაძლოა, ყველა მოსწავლემ ვერ მიიღოს. არსებული ინფორმაციით, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, წელს   სკოლებში დარიგდება ის წიგნებიც , რომლებიც სოციალურად დაუცველმა მოსწავლეებმა წინა წლებში უფასოდ მიიღეს, გამოიყენეს და სკოლას დაუბრუნეს.
აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, წიგნების გადანაწილების დროს შესაძლოა, მოსწავლეს გამოყენებული, მაგრამ კარგად მოვლილი სახელმძღვანელო შეხვდეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი სახელმძღვანელოები მაღალი ქულით არის შეფასებული და ძალიან მცირე რაოდენობით დარიგდება.
გასულ წლებში სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს სახელმწიფო უფასოდ ურიგებდა, თუმცა სასწავლო წლის ბოლოს ისინი სკოლას წიგნებს უბრუნებდნენ. ყველა დანარჩენი მოსწავლისთვის კი, სახელმძღვალნელოები ფასიანი იყო.
ამასთან, რაც შეეხება სახელმძღვანელოების ყველა მოსწავლისთვის უფასოდ დარიგებას, ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აპრილში მიიღო.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სხვა ახალი ამბები: