ახალი სკანდალი: ვინ გეგმავდა კადრების გავრცელებას, რომელიც ქვეყანაში არეულობას გამოიწვევდა?

0

hqdefaultქვეყანაში ახალი სკანდალი გორდება. ამის შესახებ ტელემაყურებლებს ამჯერად ტელეკომპანია ”ობიექტივის” ეთერის ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა აფრთხილებს. ჟურნალისტის განცხადებით, მას აქვს სკანდალური ჩანაწერები, სადაც ფიგურირებს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი და ასევე  ყოფილი პოლიტპატიმარი.

ნინო ჯღარკავას განმარტებით ჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გავრცელდეს ისეთი კადრები, რომელიც ციხის ცნობილ სკანდალურ კადრებს დაავიწყებს საზოგადოებას და კადრები აგებული იქნება მთლიანად ახალი ხელისუფლების მოქმედ მაღალჩინოსნებზე. საუბრის ჩანაწერებიდან გამომდინარე აღნიშნულმა კადრებმა უნდა გამოიწვიოს ქვეყანაში პოლიტიკური არევა და ხელისუფლების სათავეში უნდა აღმოჩნდეს ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონი. ნინო ჯღარკავას განცხადებით თანხის გადაცემას ცნობილი პიროვნება ყოფილ პოლიტპატიმარს მომენტალურად სთავაზობს. სავარაუდოდ თანხას შემკვეთები რუსეთში ან გერმანიაში გადაიხდიან. ჟურნალისტის მტკიცებით სკანდალური საქმის უკან დგანან როგორც საქართველოში მცხოვრები, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველებიც. ნინო ჯღარკავა მათ სახელს და გვარებს ასახელებს.

”ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ საქმეში ჩართულები არიან ნუგზარ ფოფხაძე, ელისო კილაძე, გიორგი მამაცაშვილი, დავით თარხან-მოურავი და გიორგი ლომია. ამათ უკან დგანან რუსეთის ძალები. ესენი არიან: მიშა ხუბუტია, ხომერიკი და ვინმე ქარჩავა. სწორედ ამათი საშუალებით უნდა მომხდარიყო ვიდეოკადრებზე თანხის გადაცემა. პოლიტპატიმარი ეუბნება ამ X პოროვნებას, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება უნდა მოხდეს დაახლოებით 20 სექტემბრიდან”-აცხადებს ნინო ჯღარკავა.

ჟურნალისტი საეჭვოდ მიიჩნევს ამ პიროვნებების ქვეყნის არეულობაში ჩართვას და მას ეს მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის” მორიგ ხრიკებად მიაჩნია. ტელეკომპანია ”ობიექტივის” ჟურნალისტი ქვეყნის შს მინისტრთან შეხვედრას და მის ხელთ არსებული ჩანაწერის გადაცემას აპირებს. ის მიიჩნევს, რომ საქართველოში არეულობის მოსურნე პიროვნებები ძალიან მალე გაიშიფრებიან.

სხვა ახალი ამბები: