ახალი ფრაქცია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში: “ნაციონალის” რეპლიკა და “რესპუბლიკელის” პასუხი

0

todua-witlidzeქალაქ ზუგდიდის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი ფრაქცია დარეგისტრირდა. ფრაქცია “ქართული ოცნება- რესპუბლიკელებში” ქალაქის საკრებულოს სამი წევრი გაერთიანდა: გიორგი თოდუა, თენგიზ ქოჩუა და ნიკოლოზ ზარქუა. ფრაქციას ნიკოლოზ ზარქუა უხელმძღვანელებს.

საკრებულოს წევრი ანი წითლიძე ახალი ფრაქციის შექმნას რეპლიკით შეხვდა. მან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და ამავე დროს ახალი ფრაქციის წევრს გიორგი თოდუას მიმართა. წითლიძის განცხადებით კოალიციიდან წარმოდგენილ სამივე ფრაქციას ერთი მიზანი და ამოცანა აქვს. საკრებულოს წევრმა ნეხევრადხუმრობით ურჩია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გაერთიანებულიყვნენ და ბიუჯეტის თანხებიც დაეზოგათ.

წითლიძის რეპლიკაზე გიორგი თოდუამ განაცხადა, რომ მიზანი ერთია, თუმცა რაღაც განსხვავებები მაინც არსებობს.

“მიუხედავად ყველაფრისა რაღაც განსხვავებები არსებობს, თუნდაც იდეოლოგიასთან მიმართებაში. ჩვენ მაგალითად უფრო ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის მატარებლები ვართ,”-განაცხადა გიორგი თოდუამ.

სხვა ახალი ამბები: