ახალი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა

0

Vakhtang Gomelauriშს ახალი მინისტრის ვინაობა  ცნობილია. ახალ მინისტრი სახელმწიფო კანცელარიაში 14:00 საათზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. შსს მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური დღეიდან მინისტრია.ამ დრომდე ის შს მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

ცნობისთვის, აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერს მისი გადაყენების თხოვნით მიმართა, პრემიერმა კი განცხადება დღეს დააკმაყოფილა.

ვახტანგ გომელაური 1975 წლის  24 დეკემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა.

განათლება:
2001 წ. – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

პროფესიული გამოცდილება:

2013 წლიდან დღემდე – შს მინისტრის მოადგილე;
2013 წლამდე – პრემიერ მინისტრ – ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი;
2002 წ. – შსს დაცვის პოლიცია;
1994 წ. – სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური. სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.
ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.