ახალი წლის ღამეს ზუგდიდელებს ბენდი “რეგიონი” უმღერებს

0

10357785_1024494587566787_5553762453537360141_oზუგდიდში ახალი წლის ღამეს საახალწლო კონცერტი ახალ პარკში, იუსტიციის სახლის უკანა ეზოში საახალწლო ნაძვისხესთან ჩატარდება. საახალწლო კონცერტს 31 დეკემბერის ღამეს მუსიკალური ბენდი „რეგიონი“ გახსნის. თანამედროვე სიღერებს შეასრულებენ ცალკეული სოლო შემსრულებლები და ბენდი „ზუგდიდი“.

24 საათზე ზუგდიდიელებს ახალ წელს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია მიულოცავს, რის შემდეგაც ქალაქის მერია გრანდიოზულ ფოიერვერკს აანონსებს. ახალი წლის შემოსვლის შემდეგ კონცერტს მუსიკალური ცენტრის ბენდი და დიჯეი გააგრძელებენ.

ზუგდიდის ახალ პარკში კონცერტი 1 იანვარსაც ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მოსწავლეთა სასახლის ჯგუფები და ცალკეული შემსრულებლები მიიღებენ. 2 იანვარს კომბინატის კულტურის სახლში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვების კონცერტი გაიმართება, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება. 3 იანვარს კი ზუგდიდის ახალ პარკში საავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტი ჩატარდება. 4 იანვარს კინოთეატრ „ატრიუმში“ საახალწლო ფილმების ჩვენება გაიმართება, რომელზეც დასწრება თავისუფალია.

ზუგდიდის მერიას საახალწლო ღონისძიებები 2015 წლის დადგომამდეც აქვს დაგეგმილი. ჭადრაკის სასახლეში უკვე მიმდინარეობს საახალწლო ფესტივალი, რომელიც 27 დეკემბერს დასრულდება. 29  დეკემბერს საახალწლო გამოფენის მოწყობა იგეგმება არტ-გალერეაში. იმავე დღეს მოსწავლეთა სახლის კონცერტი კომბინატის კულტურის სახლშია დაგეგმილი. 30 დეკემბერს მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა შვილების კონცერტია დაგეგმილი, სადაც მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ბავშვები იქნებიან მოწვეული, რომლებსაც კონცერტის დასრულების შემდეგ საჩუქრები გადაეცემათ.

სხვა ახალი ამბები: